გზათა მინისტრმა, ივანე ლორთქიფანიძემ 1918 წლის 8 ივნისს გამოსცა ბრძანება შავი ზღვისპირა რკინიგზის ახალსენაკი-დრანდის მონაკვეთის საქართველოს რესპუბლიკისთვის გადაცემისა და ამ რაიონის მუშა-მოსამსახურეთა ანგარიშწორების შესახებ. სამინისტროს საბჭომ დაადგინა, ახალსენაკი-დრანდის მონაკვეთი 150 ვერსტის მანძილზე მთელი ინვენტარითა და მასალებით თავის განკარგულებაში მიეღო.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 7
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი