სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: მამანტი გიორგის ძე გაბუნია, კონსტანტინე გახოკიძე, მარიამ გეგენავა, ალექს გეგეშიძე, ყარამან გვაზავა, ნადეჟდა ბესარიონის ასული გელოვანი, ვასილ გოროზია, ისიდორე ვასილის ძე გვაჯია, ოლღა გვაზავა, ნიკო შევარდენის ძე გიგინეიშვილი, ბახვა იოსების ძე გუგუშვილი, იაკობ გაბუნია, ნადია გობეჩია, აკაკი გობეჩია, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია, მენიკი ს.- ს ასული გრიგოლიასი, პავლე ერასტის ძე გრიგოლია და რაფიელ იოსების ძე გოკიელი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი