საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26045

ფაქტი 26045

1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. ლიტერატურაში წაკითხულ იქნა შემდეგი ნაწარმოებები: „მამაცი მგზავრები“, „მე და მხატვარი“ (დედა ენა), „მუქთახორა“, „ოსტატი და შეგირდი“, „სიზმარა“, „ნაცარქექია“, „მეფე და მისი შვილი“, „ჭკვიანი ჩოჩორი“, „ზარმაცი ანდრია (ჯეჯილი)“, „ჭკვიანი ლორდი“, „შალვას თავგადასავალი“, „კოხტას დღიური“, „კეთილი მტერი“, „კურკა“, „ამირანი“, „კანფეტების ფულით“ (ნაკადული), „მებადურის შვილი“ (საკმაოდ ბუნდოვანი ნაწყვეტები რუსული „золотая рыбка"-დან), „გაჩაღდა“ (ნაწყვეტი გაზეთიდან).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26045; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .