საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26283

ფაქტი 26283

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილისა, დავით პეტრიაშვილი, მარიამ ესტატეს ასული პაატაშვილისა, მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი და იოსებ ადამის ძე ქობულაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26283; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .