საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26286

ფაქტი 26286

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი, ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი, შუამთის მონასტრის მღვდელ-მონაზონი, იღუმენი ნიკოლოზი და დეკანოზი იოანე შიუკაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26286; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .