საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26334

ფაქტი 26334

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტის თანახმად, თელავის განყოფილების გამგეობა სთხოვდა თავადაზნაურობას დაახლოებით 5600 მანეთს მამულში ჩასატარებელი სამუშაოსთვის (სავარაუდოდ ამდენი დაჯდებოდა ეზოს შემოზღუდვა, კოშკის შეკეთება, ძველი სახლისა და მარნის მასალით სკოლის ახალი შენობის აშენება). განყოფილებას არ გააჩნდა არავითარი საშუალება იმისათვის, რომ თვითონ მოეწესრიგებინა მამული და თუ თავადაზნაურობაც ვერ დაეხმარებოდა მატერიალურად, ყველაფერი დარჩებოდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმ დროისთვის იყო. ეს კი მთელი ერის სირცხვილი იქნებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26334; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .