საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26513

ფაქტი 26513

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს ამცნო, რომ 1911 წლის 13 ივნისს თბილისის თავადაზნაურობამ საგანგებო კრებაზე ერთხმად გადაწყვიტა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შეძენა და მისი თელავის განყოფილებისთვის გადაცემა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26513; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .