საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26524

ფაქტი 26524

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს ამცნო, რომ დაარსების დღიდან განყოფილებას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოვლა-გამშვენიერების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგარამ უსახსრობის გამო მან ეს ვერ მოახერხა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26524; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .