საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26579

ფაქტი 26579

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ თელავის სკოლა, სადაც უსასყიდლოდ სწავლობდნენ ღარიბ-ღატაკთა შვილები, განყოფილებას 300 მანეთი უჯდებოდა. განყოფილებას უხდებოდა თელავის მაზრაში დაარსებული ხუთი სამკითხველოს შენახვაც. ამ პირობებში ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსავლელად სახსარი აღარ მოიპოვებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26579; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .