საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26593

ფაქტი 26593

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის შემოსავალ-გასავლიდან სალაროში დარჩენილი იყო 225 მან. 46 კაპ., გასართობი საღამოებიდან შემოვიდა 336 მან. 16 კაპ., საწევრო გადასახადის სახით − 258 მან., სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილის სასტიპენდიო სარგებლიანი ქაღაღალდების პროცენტების სახით − 30 მან., ილია ჭავჭავაძის სახლიდან − 172 მან., შემოწირულობიდან − 71 მან. სულ შემოსულმა თანხამ 1122 მან. 62 კაპ. შეადგინა. 1914 წლის პირველ იანვრამდე წ. კ. საზოგადოების წიგნის მაღაზიის ვალი იყო 1185 მან., სოფიო ზარაფიშვილისა კი − 100 მან. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26593; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .