საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26812

ფაქტი 26812

1887 წლის პირველ იანვარს ქობულეთის საზოგადოების წევრებმა – მემედ მჟავანაძემ, ალი გოგიტიძემ და სხვ. – მიიღეს დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ. მათ გადაწყვიტეს, თავიანთი ხარჯით სჯულის მასწავლებლად მოლა მოეწვიათ; წელიწადში სკოლისთვის სამი საჟენი შეშა მიეცათ; სკოლის მზრუნველად აერჩიათ სამი პირი – ალექსანდრე როსტომის ძე ორბელიძე, დედი აღა ნიჟარაძე და გულ აღა კაკაც-ოღლი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის კი ეთხოვათ სკოლა თავის გამგეობაში მიეღო და მასწავლებელი დაენიშნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26812; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .