საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27241

ფაქტი 27241

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების მფლობელობაში იყო ერთი სკოლა და წიგნის მაღაზია თელავში და ხუთი ბიბლიოთეკა თელავის მაზრაში, კერძოდ: ერთუბანში, გავაზში, ყვარელში, შილდასა და საბუეში. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27241; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .