1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1914 წლის გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 1914 წელს წიგნის მაღაზიის წინა წლების დანახარჯი 58. 20 მანეთი იყო, სოფიო ვახვახიშვილის სტიპენდიის თანხა − 60, ილია ზარაფიშვილის სახლების საქმეზე თბილისიდან მოწვეული ვექილის გზის ხარჯი − 30 მან., წვრილმანი ხარჯები − 22. 83, სკოლას მოხმარდა 225. 91 მანეთი. სულ 1914 წელს თელავის განყოფილებამ 396. 94 მანეთი დახარჯა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი