საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27546

ფაქტი 27546

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ გადაწყვიტა გამარტივებული ანბანის შესადგენად სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია მიეწვია. თუმცა საქველმოქმედო საზოგადოების საბეჭდი მანქანის ქართულ ანბანს (ბეჭდურ შრიფტს) დროებით მისაღებად მიიჩნევდა. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27546; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .