საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2825

ფაქტი 2825

ინჟინერ მელიქ ასლანოვის 1918 წლის 8 აგვისტოს წერილში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედებულიყო საერთო საქმეთა და ტექნიკური სამმართველო, ასევე სალიკვიდაციო განყოფილება. მათ შტატების არსებული პროექტებითა და თანამდებობებით უნდა ეხელმძღვანელათ და ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დროებით ინჟინერი ალექსანდრე სამოილოვი უნდა მიეწვიათ, სალიკვიდაციო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კი – ა. ი. ვეისი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2825; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .