1912 წლის 1 მაისს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებმა ექვთიმე თაყაიშვილმა და ფილიპე გოგიჩაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 47 100 მანეთის ღირებულებანი გადასცეს, რომელთა ერთი ნაწილი შესანახად სამეურნეო ბანკში, ხოლო მეორე – სახელმწიფო ბანკში შეიტანეს.

წყარო: მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან და ოქმები ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ საზოგადოებისთვის ანდერძით დატოვებული ქონების მიღების შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა