გზათა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მალანიას 1919 წლის 19 თებერვლის N32 ბრძანებით, სამინისტროში ზედმეტი სამუშაოს გაცემის შესახებ წინასწარ უნდა არსებობდეს პირადად მისი ნებართვა, ხოლო სამუშაოს აღსანიშნავად შემოიღონ სარეგისტრაციო წიგნი, რომელშიც ჩაიწერება, ამა თუ იმ მოხელემ რამდენი სთ., რომელ დღეს იმუშავა და რა სამუშაო შეასრულა.

წყარო: გზათა სამინისტროს განყოფილებებთან მიმოწერა | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 6
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი