1914 წლის 30 დეკემბერს, 6 საათზე, ონის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოში გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების საანგარიშო კრებამ კონსტანტინე გიორგის ძე წულუკიძე, სარა ნიკოლოზის ასული გელოვანისა, ნატალია ლუკას ასული გაჩეჩილაძე, გალაქტიონ ყარამანის ძე მასხარაშვილი, სერგი სიკოს ძე ბაქრაძე და გრიგოლ მეტრეველი გამგეობის წევრებად აირჩია.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ონის განყოფილებასთან და ანგარიში განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა