საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28834

ფაქტი 28834

1924 წლის 3 თებერვალს დავით ჯორჯაძე დააპატიმრეს. საბუეს მოძღვრის შვილის, ანა ვარდიაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჯორჯაძემ ანა ვარდიაშვილის თხოვნით ორი კვირით შეიფარა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანდის წევრი ვალოდია ნაზაროვი. გამოჯანმრთელების შემდეგ ნაზაროვი ტყეში დაბრუნდა. ჯორჯაძეს ჩოლოყაშვილის ბანდის სრულ ლიკვიდაციამდე იზოლაცია მიუსაჯეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28834; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .