1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს აერჩიათ სპეციალური დეპუტაციის წევრები, რათა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის საზოგადოების თავმჯდომარედ დარჩენა ეთხოვათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორიგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი