საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29613

ფაქტი 29613

1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1914 წელს ომის გამოცხადების გამო მოსახლეობამ ბათუმი დატოვა, სასწავლებელი დაიხურა და შეწყდა ყველანაირი კულტურული მუშაობა. ერთი წლის შემდეგ სიტუაციის ჩაწყნარებასთან ერთად ბათუმის საგანმანათლებლო დაწესებულებები ამუშავდა, მაგრამ უსახსროდ დარჩენილმა ბათუმის განყოფილებამ სკოლაში სწავლის განახლება ვერ შეძლო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29613; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .