საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2962

ფაქტი 2962

საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის გასხვისების ზოლის, ქ. ფოთის, ფოთის პორტისა და მისი რაიონების გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ კარალოვის 1918 წლის 17 დეკემბრის ბრძანების თანახმად და მისი დავალებით, მოვალეობების ცოდნის შესამოწმებლად ტელეფონით გამოკითხეს თბილისის სადგურის უფროსი ბარკალაია: რომელ საათზე გადიოდა სამხედრო მატარებელი სანაინის საგურიდან. მან უპასუხა, რომ ეს სამხედრო საიდუმლოება იყო და ტელეფონით ვერ აცნობებდა. ეს ამტკიცებდა, რომ იგი თავის ვალს კეთილსინდისიერად იხდიდა, ამიტომ სამსახურის სახელით მადლობა გამოუცხადეს. ხელს აწერდა გენერალ გუბერნატორის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ივკოვიც.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2962; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .