საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29633

ფაქტი 29633

1917 წლის 9 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თხოვნით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომაზე დასვეს საკითხი, ომისგან დაზარალებული ოჯახების ბავშვებისთვის თავშესაფრისა და სახელოსნოს გასახსნელად შეეძინათ სკოლის გვერდით მდებარე სახლი 100 საჟენამდე ეზოთი. სახლი 20 000 მანეთი ღირდა. გამგეობა თვლიდა, რომ თუ თავშესაფრის ასაშენებლად გადადებულ 8 000 მანეთს ცოტას თვითონაც დაამატებდა, მამულს შეიძენდა. კარიჭაშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ იმ დღესვე შეატყობინა მთავარ გამგეობას და სთხოვა, პასუხი მალე მიწერათ ბათუმის განყოფილებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29633; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .