1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მოხსენება საქართველოს რკინიგზების მოსამსახურეთა ორგანიზაციის ვალის გასტუმრების შესახებ და დაადგინეს, რომ ორგანიზაციისთვის პურის ვალში ერთი ვაგონი შაქარი მიეცათ.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი