1916 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნიაში არსებულ განყოფილებათა წამომადგენლების საერთო ყრილობის მიერ გამოტანილი რეზოლუციების უმეტესი მუხლები მოიწონეს და საჭიროდ ჩათვალეს მათი სისრულეში მოყვანა, ასევე გამგეობის გადაწყვეტილებით ყველა რეზოლუცია უნდა გადაეცათ მათ მიერ არჩეული კომისიისთვის გადასათვალიერებლად და საჭირო ცვლილებების შესატანად. ამასთან გამგეობამ უხერხულად სცნო ის გარემოება, რომ ქუთაისის განყოფილებამ არ აცნობა მთავარ გამგეობას დელეგატთა მოწვევა. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი