1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის მოხსენება აზერბაიჯანის მიერ ნავთის გამოგზავნისთვის წამოყენებული ახალი პირობების შესახებ და მინისტრს დაავალეს, აზერბაიჯანის მთავრობისთვის ეცნობებინა, რომ მის მიერ წამოყენებული პირობები ისევ მიუღებელი იყო, ამიტომ საქართველო თავის წინანდელ დადგენილებას ეყრდნობოდა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი