1920 წლის 17 სექტემბერს ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელი მოსამართლის მ. ჩხეიძის განკარგულებით, ნაცვლად რუსუდან დიმიტრის ასული მელიქიშვილისა, ოლღა ჭავჭავაძის მეურვეებად დაინიშნენ: დავით კარიჭაშვილი, თევდორე კიკვაძე, შიო არაგვისპირელი, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე, იპოლიტე ვართაგვა, მიხეილ კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი და არჩილ ჯაჯანაშვილი.

წყარო: მიწერ - მოწერა გამგეობის წევრებთან, მოხსენებები და შუამდგომლობანი ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა ჭავჭავაძის თვის პენსიის დანიშვნის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა