1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებაზე პარმენ მიხეილის ძე კახიანის წინადადებით ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს განყოფილების ყოფილი თავმჯდომარის, ანასტასია ალექსანდრეს ასული მაჩაბლის, ხსოვნას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების საერთო კრების ოქმები და ანგარიშები | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი