შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1923 წლიდან 1926 წლამდე იგი პრაღის უნივერსიტეტში სწავლობდა. იურისტის ხარისხის მისაღებად დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „სხვისი ქონების მიტაცება 1845, 1903 და 1922 წ.წ. სისხლის სამართლის კოდექსების მიხედვით“.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფია. ავტოგრაფი 1956 | 22 მაისი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: გერმანია
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი