საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3157

ფაქტი 3157

განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 29 დეკემბრის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“ ნათქვამია, რომ 23-ე ვაჟთა გიმნაზიაზე, რეალურ სასწავლებლებზე, საოსტატო სემინარიებსა და ინსტიტუტებზე, 21 ქალთა გიმნაზიაზე ხაზინიდან სულ 1 940 964 მან.39 მანეთი იხარჯებოდა. კომერციულ სასწავლებლებზე კი – მხოლოდ 1918 წლის 3 მარტის კანონით დადგენილი თანხა. საშუალო სკოლებს სიძვირის გამო ხაზინიდან დანამატი ეძლეოდათ. ეს ხარჯები 5 137 703.65 მანეთს შეადგენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3157; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .