საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3160

ფაქტი 3160

1919 წლის 13 ივნისს ბათუმის გიმნაზიის დირექტორი აკაკი ფაღავა განათლების სამინისტროს ბუნებისმეტყველების მასწავლებელ დ. კალანდარიშვილის თხოვნასთან დაკავშირებით მიმართავდა. სასწავლებელში საბუნებისმეტყველო კაბინეტის უქონლობა პედაგოგს არ ათავისუფლებდა გაკვეთილებზე გაწეული შრომისგან, ამიტომ ის კუთვნილ ფულს მოითხოვდა. აკაკი ფაღავა ადასტურებდა, რომ დ. კალანდარიშვილიც და იმავე საგნის მასწავლებელი კაციტაძეც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და ითხოვდა განმარტებას წარმოებული ცდების ანაზღაურების რაოდენობასთან დაკავშირებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3160; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .