1947 წლის 26 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე მიხეილ წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „ექსპერიმენტი და კლინიკა არტერიული ჰიპერტონიის რენული გენეზისის საკითხში“.

წყარო: მოსაწვევი ბარათი დიდი ოქტომბრის სოც. რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე, რომელიც შეწყდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკად. ს. ჯანაშიას გარდაცვალების გამო, 1947
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი