საქართველოს ჩეკაში 1923 წელს მისივე ხელით შევსებული ანკეტის მიხედვით ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე დაიბადა 1881 წლის ნოემბერში, ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მხარის დუაბზუს თემის სოფელ ჭალაში. დაკავების მომენტისათვის (1923 წლის 22 სექტემბერი) 42 წლის გიორგაძის ოჯახური მდგომარეობა ასეთია: ცოლი - ქსენია, 26 წლის, დიასახლისი ქალიშვილი - ნინა, 7 წლის ძმა - გიორგი, 55 წლის, გლეხი და - ი. ბასილაშვილისა, 50 წლის, დიასახლისი, სოფ. დუაბზუ;

წყარო: ილარიონ გიორგაძის პირადი ანკეტა (N3049) საქართველოს ჩეკაში
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი