1922 წლის 18 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე საზოგადოების მიმდინარე წლის ანგარიშის განხილვა სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილს დაევალა, საწყობის შემოწმება – დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძეს, მაღაზიის – გიორგი პაატას ძე მაჭავარიანს, ხოლო მუზეუმისა – სამივეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის ოქმები | 1922-1923
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი