1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოებამ მიმდინარე საანგარიშო წელს 24 სხდომა გამართა. სხდომას ხუთჯერ თავმჯდომარეობდა ი.ბაგრატიონი, თერთმეტჯერ – ი.ჭავჭავაძე, ექვსჯერ – იაკობ გოგებაშვილი და ერთხელ გ. ქართველიშვილი.

წყარო: ივერია, 1883 | ივლისი-აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა