1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იქმნებოდა „მევენახეთა საზოგადოება“, რომლის მიზანი ღვინის მწარმოებელთა დახმარება და გასაღების ბაზრის მოპოვება იქნებოდა. ამხანაგობის წევრი იქნებოდა ყველა, ვინც საწევროს ფულით ან ღვინით გადაიხდიდა.

წყარო: ივერია, 1887 | 6 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა