1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხაილ (მიხეილ) საყვარელის ძე ქადეიშვილს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 36,8 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა