1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე და იოსებ თომას ძე თუმანოვებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ოზურგეთში ლეხაურის ქუჩაზე მდებარე ორი სახლი: ერთი – ორსართულიანი, მეორე – ერთსართულიანი ხისა და 163,5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა