1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნატალია იაგორის ასულ ვახრამოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში ბაილეთის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 1500 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა