1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ მიხეილ ივანეს ძე შადინოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა თბილისში ველიამინოვის ქუჩაზე მდებარე ორი ქვითკირის ორსართულიანი სახლი და 236 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა