1930 წელს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს სთხოვა, გაეგზავნა გურიაში გავრცელებული ლობიოს ჯიშებისა და კერძების სახელწოდებები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევისთვის გამოადგებოდა.

წყარო: ჩიტო (ქრისტინე შარაშიძის) წერილი მშობლებისადმი (ნინო და გიგო შარაშიძეებისადმი), 1930 | 30 დეკემბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი