1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე გიორგის ძე ვახრამოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში ბაილეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 900 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა