1916 წლის 10 თებერვალს ჭიათურის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე, ექიმი, სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე და მდივანი ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა.

წყარო: მიმოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებასთან | 1916-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი