1918 წლის 1-ლ ივლისს მთავრობის საქმეთა მმართველმა ი. ჯაფარიძემ განათლების სამინისტროს კანცელარიას მისწერა, რომ კანონპროექტი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა სასწავლებლისთვის ერთგვარი პრინციპის დამყარებისთვის სკოლის მართვა-გამგეობაში მთლიანობის დაცვის მიზნით მოიწონეს და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარედგინა.

წყარო: მთავრობის სხდომის ჟურნალის ამონაწერი, მოხსენებები, მიმოწერა საქართველოში სწავლა-აღზრდის ერთიანი პრინციპის დანერგვის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი