1877 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“. სტატიის მიხედვით თელავის მოსახლეობამ როცა გაიგო, რომ დიდოელები აპირებდნენ თელავის აღებას მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, არც იარაღი ჰქონდათ მტერთან შესაბრძოლებლად და არც ქალაქის თავი იწუხებდა თავს დახმარებისთვის, მხოლოდ თავადი მამუკა ჭავჭავაძე დარბოდა და ცდილობდა ხალხის დამშვიდებას.

წყარო: ივერია, 1877 | 1 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა