საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36105

ფაქტი 36105

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენაზე კავკასიის რეგიონსაც უნდა მიეღო მონაწილეობა. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონებიდან გასატან ნივთებს აგროვებდა. ამ კომიტეტის კორესპოდენტები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, კომიტეტის ხარჯით თბილისში გზავნიდნენ ნივთებს. ფოთის კორესპონდენტი იყო ნიკოლოზ შავროვი.

წელი:
1866
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
თანამდებობა
წყარო:
დროება, 1866 | 1 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36105; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .