1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა გიორგი, სვიმონ და ალექსანდრე აბაშიძეების მამულები, რომლებიც მდებარეობდა თელავის სოფლებში – იყალთოსა და რუისპირში. მათ წაერთვათ მამულები იმის გამო, რომ ვერ დაფარეს საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (8000 მანეთი).

წყარო: დროება, 1866 | 30 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა