1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა აკაკი დიმიტრის ძე ანდრონიკაშვილის მამული, რომელიც მდებარეობდა თელავში, სოფელ ოჟიოში. აკაკის წაერთვა მამული იმის გამო, რომ ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (4250 მანეთი).

წყარო: დროება, 1866 | 30 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა