1919 წლის 1-ლი თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის მესამე სარაიონო კომიტეტთან დაარსებული კულტურულ-განმანათლებელი სექციის თხოვნა, აღმოუჩინოს დიდუბის ბიბლიოთეკას 2000 მან. დახმარება წლიურად. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი