საქართველოს ჩეკაში 1923 წელს მისივე ხელით შევსებული ანკეტის მიხედვით ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე დაიბადა 1881 წლის ნოემბერში, ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მხარის დუაბზუს თემის სოფელ ჭალაში. პროფესიის ველი ცარიელია; მოქალაქეობა: საქართველოს სსრ; ეროვნება: ქართველი; განათლება: საქალაქო სკოლა.

წყარო: ილარიონ გიორგაძის პირადი ანკეტა (N3049) საქართველოს ჩეკაში
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი